Eine Person springt übers Wasser, während eine Gruppe von Menschen am Ufer zuschaut, bei Sonnenuntergang.
Zwei Kinder spielen Tischfußball auf einem Holztisch neben großen Fenstern.
Ein modernes Mehrfamilienhaus mit weißen Wänden, mehreren Balkonen, großen Fenstern, umgeben von Bäumen und einem gepflasterten Weg, bei bewölktem Himmel.

„Let's speak English!“ – ეს არის ჩვენი საზაფხულო ბანაკის ძირითადი სლოგანი მიონეზეს ტბაზე. როგორც დილის გაკვეთილებზე, ისე დღის მეორე ნახევრის გასართობ აქტივობებზე, დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ ბავშვებმა რაც შეიძლება ხშირად ილაპარაკონ ინგლისურად. ჩვენი მრავალფეროვანი წყლის სპორტის პროგრამა და საინტერესო ვორქშოფები ორგანიზდება ამინდისა და ბავშვების განწყობის მიხედვით.

მოძრაობა წყალზე და მის გარშემო:

ბავშვებს ყოველ მეორე დღეს აქვთ შესაძლებლობა წყლის ველოსიპედით ან ნავით გაისერინონ (რა თქმა უნდა ჩვენი კოორდინატორის თანდასწრებით) ან იცურაონ.
ბანაკს აქვს საკუთარი კეთილმოწყობილი ნაპირი, სადაც ბავშვებს შეუძლიათ იბანაონ, დაისვენონ ან ენერგია დახარჯონ. მაგრამ მიონეზეს ტბა მხოლოდ წყლის სპორტით არ შემოიფარგლება – ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი და მაგიდის ჩოგბურთი – ყველაფერი შესაძლებელია ახალგაზრდული რეზიდენციის ტერიტორიაზე.

განსაკუთრებით მხიარულია ჩვენი ვორქშოფები და თამაშები, როგორიცაა “Capture the Flag”, ფოტოჩელენჯები ან მაისურების დიზაინი.

თუ წვიმს? არც ეგ არის პრობლემა! მაშინ იწყება გუნდური გამოწვევები, მშვილდოსნობა და სხვა საინტერესო აქტივობები.

Day Camp-ის მონაწილეებისთვის ბანაკის დღე სრულდება 17:30 საათზე.
მაგრამ ნუ იღელვებთ – მეორე დღეს დილის 8:45 საათზე ყველაფერი თავიდან იწყება: ენის გაკვეთილებითა და მხიარული აქტივობებით.

საღამოს კი ბანაკის დღე დასრულდება საერთო ვახშმით ბავშვებსა და ბანაკის ხელმძღვანელებთან ერთად, ბარბექიუთი ან კოცონთან პურის შეწვით.
შემდეგ – ფილმის ან ქვიზ-ღამე, ან უბრალოდ თავისუფალი დრო მეგობრებთან ერთად.

პროგრამა ყოველი კვირისათვის ინდივიდუალურად დგება ადგილზე და შესაბამისად შესაძლოა ცვალებადი იყოს.

  • 7-დან 17 წლამდე

  • 1 კვირა

  • სამჯერადი კვება

  • სრული პაკეტის ფასი არის 1890 ევრო. ფასში შედის:

    • თვითმფრინავის ბილეთები

    • აეროპორტში დახვედრა და ბანაკში მიყვანა

    • სამოგზაურო დაზღვევა

    • ინგლისურის ან გერმანულის გაკვეთილები (ასაკზე და ენის ცოდნის დონეზე ორიენტირებული)

    • გაკვეთილების მასალები

    • სამჯერადი სრულყოფილი და ჯანსაღი კვება

    • გასართობი პროგრამები

    • განთავსება რეზიდენციაში (1 ან 3 ბავშვთან ერთად ოთახში)